
დღეს 22 სექტემბერია, შემოდგომის ბუნიობა.
ზაფხულში დღე გრძელია, ღამე მოკლე, ზამთარში კი – პირიქით. წელიწადში არის მხოლოდ ორი დღე, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება. ამას ბუნიობა ჰქვია. გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტსაა, შემოდგომის ბუნიობა – 22 სექტემბერს.
©
მოკლედ, ოფიციალურად დაიწყო შემოდგომა. სულ მალე იქნება ის პერიოდიც, როცა ექვსი საათიდან დაბნელდება, საშინლად აცივდება და ა.შ.
მაგარი რამ არის ბუნიობა, თუმცა “რატომღაც” გაზაფხულის მირჩევნია. ვერ ვიტან სიცივეებს. როცა მინიმუმ 3-4 რაღაც გაცვია ტანზე, ჩამოფხატული გაქვს ქუდი, რომელიც, ჩემს “შესანიშნავ” უნივერსიტეტში არ დაიშვება..
მოკლედ ზამთარი მოდის. წვიმები, ნესტი, სისველე და სიცივე. ჭამა-სმის (უპირველესად), გუნდაობისა და სრიალის პერიოდია ზამთარი.
მანამდე კი შემოდგომა, თითქმის ყველანაირი ხილით, ყვითელი ფოთლებით, შემოკლებული დღეებითა და წვიმებით.
Such is..

სიცივეები არც მე არ მიყვარს, ოჰ თბილად ჩაცმა ხო საერთოდ იმდენი რაღაც უნდა ჩაისცვაა, და მაინც ცივდები :ს