© 08.11.2006
ისევ სიცივე იყო გარეთ. ასე ეგონა, რომ აღარასდროს გამოიდარებდა. ცივი ქარი ქროდა, წვიმა მოდიოდა და მზეს რუხი ღრუბლები ჩამოფარებოდნენ. ოთახში თბილოდა. Continue reading ‘დედა’
© 08.11.2006
ისევ სიცივე იყო გარეთ. ასე ეგონა, რომ აღარასდროს გამოიდარებდა. ცივი ქარი ქროდა, წვიმა მოდიოდა და მზეს რუხი ღრუბლები ჩამოფარებოდნენ. ოთახში თბილოდა. Continue reading ‘დედა’

გამიგონია, წელიწადში ერთხელ, გამთენიისას, როდესაც მზე ამოდის, ისეთი წამი დგება, როდესაც მთელი სამყარო ჩუმდება. სულ რაღაც წამის მეასედის განმავლობაში არც წყლის საამო ჩუხჩუხი ისმის, არც ფრინველთა ჭიკჭიკი, არც ნიავის ზუზუნი და არც ამ ნიავით გამოწვეული ფოთლების შრიალი. იდეალური სიჩუმე დგება. სწორედ ასეთ დროს, დაკვირვებულ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ის ხმა, რომელსაც მზის სხივი გამოსცემს უსაშველოდ სუფთა და გამჭვირვალე ჰაერთან შეხებისას. ეს მშვენიერი მელოდია, დროის უმცირეს მონაკვეთშიც კი არ გრძელდება, მაგრამ რახან მოუსმენ, მოგეჩვენება, რომ დრომ შეაჩერა მოძრაობა, სამყარო უცებ გაშეშდა, ყველაფერი უცოდველი და წმინდაა, შენ კი, დგახარ ერთადერთი ცოცხალი არსება დედამიწაზე და ამ ღვთაებრივ ხმას უსმენ.
ასე ხდება ეს.
Continue reading ‘მზის სიმღერა’

გიგო პაპა სოფელში დაიბადა, გაიზარდა, დავაჟკაცდა და დაბერდა. ზოგჯერ ქალაქშიც ჩადიოდა, მაგრამ დიდხანს არ ჩერდებოდა. 80 წლისა ისე მოიყარა, რომ ერთგული დარჩა თავისი კერიის, გუთნისა და სასხლავის.
Continue reading ‘სოფელში არა’

უცბათ მოხდა ყველაფერი.სცენაზე ახალგაზრდა, მკვირცხლი კაცი ავიდა, დირიჟორს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. ჩაიღიმა ჭაღარა, ტანმორჩილმა კაცმა. მერე თავის ჯადოსნურ ჯოხს მაგიური მოძრაობა გააკეთებინა ჰაერში და სათვალის ზემოდან გადმოხედა უზარმაზარ არმიას, საკრავი ინსტრუმენტებით რომ იყვნენ შეიარაღებულნი. გადაამოწმა რა, რომ თითოეული მის ჯოხზე იყო კონცენტრირებული, ნაზად ასწია მარჯვენა ხელი და გაიქნია..
Continue reading ‘ცხოვრება წამებში’

ეძღვნება მას, ვისაც ეკუთვნის!
“მოხვედი? როგორ გამახარე!.. მოკლედ გეტყვი რისი თქმაც მინდა. აღვსდექი და აღარ ვჩურჩულებ. შემიძლია ვიყვირო და ყველას ვახარო. აღარ მინდა ღამე! აღარ მინდა ომი! დამთავრადა! საბოლოოდ დავიმკვიდრე მემგონი სულის სიმშვიდე. არადა, არ მეგონა, ამდენი რამის გადატანა თუ მომიხდებოდა..
მეორედ აღვსდექი. აღარც შენ ტირი. სხვანაირი გახდი. თვალებში უფრო დიდი სევდა ჩაგიდგა, სულიდან ამოგდის სითბო.. გახსოვს როგორ წახვედი? დიდი ჭრილობა მომაყენე და მორჩა.. მე მკვდარი ვიყავი.. მეგონა, რომ აღარ მოხვიდოდი. პირველად შენმა ცრემლებმა წამომაყენეს.. მზე იყო და სიცოცხლე.. შენზე ვფიქრობდი, შენ გხედავდი, შენ გესაუბრბოდი, შენ გხატავდი, შენ გძერწავდი, შენზე ვწერდი, შენზე ვოცნებობდი, შენით ვსუნთქავდი და შენ მე იყავი!..
და მეორედ აღვსდექი. ღმერეთო, ნეტავ საბოლოო იყოს..
უფალო ჩვენო, არ მაქვს უფლება, ვიცი.. მაგრამ გამაბედინა.. მოვედი და შეგთხოვ, მუხლებზე დაჩოქილი, მიწაზე განრთხმული და განადგურებული.. სანამ მესამედ დავსამარდები და უკვე საბოლოოდ, სიხარულისგან გაგიჟებული სატანა ჩაიბარებს ჩემს სულს. გრძნობასა და სიყვარულს მოვიტან შენს სამსხვერპლოზე და ამის სანაცვლოდ გთხოვ, მომისმინო.
დაიფარე..”

”ვაი, რა ბოძი წაგვექცა
სახლ-კარი თავს დაგვექცაო..”
გურამიშვილი
ეძღვნება ჩემი ბებიის ნათელ ხსოვნას
Continue reading ‘Theme number three’
არადა მართლა მეგონა, რომ რამე ზეღირებულს ვქმნიდი (: 16 წლის ბავშვის ფანტაზიებია, გაითვალისწინეთ, ძალიან დასაცინი და გასაქილიკებელიც არ არის მემგონია (((: ახლა ისეთი ამინდია, რომ გამახსენდა ეს ნოველა, ჰოდა დავდებ რა, აშკარად რომ შეეფერება.
Continue reading ‘თბილისი, ლურჯი ანგელოზების ქალაქი’
როდესაც ვერ ხორციელდება სურვილების დაკმაყოფილება, თავს იჩენს აგრესია. აგრესიის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში კი – მელანქოლიისა და დეპრესიის ნიშნები. შემდეგ ეს ყველაფერი გროვდება და დაახლოებით ისეთი რამ ხდება ადამიანის გონებაში, სურათზე რომ არის გამოსახული.
Continue reading ‘Theme number one’

როდესაც დილით, მზის გულზე გახვალ, თვალებს დახუჭავ და ცისარტყელას წარმოიდგენ, მერე გაიზრდები და მიწას მოწყდები, შეგეძლება თქვა, რომ გიცხოვრია.
თუ კარგად დაუკვირდები. ცისარტყელა შემოდგომას მოგიტანს, დროსთან ერთად ნაფერებ სინაზეს გაჩუქებს. საღამოს უკვე აცივდება და შენ ადგები, მზეს ზურგს შეაქცევ და ატირდები. მეტი სიცოცხლე აღარ მოვა. ტყუილად ტირი. Continue reading ‘მიყვარხარ’

იგი დაიბადა უკრაინაში, მაგრამ მუდამ ნანობდა ამას.
გაიზარდა რუსეთში, მაგრამ არ მოსწონდა ეს.
ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში მოუწია, მაგრამ არც ეს ეპიტნავებოდა.
საერთოდ, არავინ და არაფერი მოსწონდა: ცოლი, ირგვლივ მყოფი საზოგადოება, თავისი გარეგნობა, სამშობლოც კი.
ფაქტიურად, ის იყო ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეეძლო.
Continue reading ‘ადამიანი, რომელსაც გული არ ჰქონდა’
კომენტარები