02
Jul
09

მტრედი

mtredi

იმ დღეს თეთრი, უსაშველოდ სპეტაკი მტრედი მოფრინდა და ფანჯრის რაფაზე დაჯდა. შავი, ღრმა თვალები ჰქონდა. ჭკვიანი და საოცრად თბილი გამოხედვა. არ შეშინებია. იჯდა მობუზული და გვერდულად ამოგვხედავდა ხოლმე. თითქოს ჩვენი უკვირდა, მას რომ ვუყურებდით ყველანი. მერე ნელ – ნელა ჩვენც მოვშორდით ფანჯარას. საქმეები გველოდა. მივატოვეთ. დღის ბოლოს აღარც კი გვახსოვდა მისი არსებობა.

იმავე დღეს ბიძაჩემი გვესტუმრა. გაფითრებული იყო. თურმე ლიფტის კარი გაღებულა და კაბინა არ ამოჰყოლია. ბეწვზე გადარჩენილა ჩავარდნას. არც მაშინ გაგვხსენებია თეთრი მტრედი.
სასწაული ზოგჯერ ისე ახლოა, რომ შეგიძლია ხელითაც შეეხო.
მიხვედრა უნდა..

©10.01.07

Advertisements

0 Responses to “მტრედი”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: