02
Jul
09

ოქროს ფერია

buxari

ზოგჯერ ადამიანს სევდა შემოაწვება ხოლმე გულს. უმიზეზოდ გაბრაზებული. ყველასაგან მიტოვებულად გრძნობს თავს. ასეთ დროს, მას სამაგიეროს გადახდის სურვილი უჩნდება. ბნელ, ღრუბლიან ღამეს, ბუხარში ცეცხლს გააჩაღებს და მიუჯდება. ბუხრიდან ციცინათელა გამოფრინდება. წითელი ფრთებით, მის მხარზე მოიკალათებს, და უამბობს:

როდესაც იგრძნობ კვლავ დაღლილობას,
დარჩები მარტო, გარინდებული
თვალებს დახუჭავ, და წარმოიდგენ
მას კიდევ ერთხელ, ჩაფიქრებული
და კიდევ ერთხელ, ამჯერად ისევ,
შენს გულს ჩახედავ, გაფითრებული.
არა, შენ ცდები! შენ არ ხარ მარტო!
შენ ოცნებები არ გღალატობენ!
მაშ ილუზიის უზაზღვრო ზღვაში
რად მოგზაურობ, რადა ხარ გზაში?
ბოლოს მორჩება, შენ მიხვალ სახლში
თბილი ფიქრებით, მუდამ თან მდევნით
წამოსასხამით ზურგს გაიმშვენებ
და კიდვ ერთხელ, ამ ცხოვრებისგან,
შენ დაისვენებ.
კვლავ მიუჯდები უსაზღვრო ბუხარს,
გრძნობის ცეცხლია შიგ დანთებული.
სითბო გწყურია, მაგრამ შენ წუხხარ,
რომ ვერ ამჟღავნებ, რომ მუდამ დუმხარ..
არის სიმშვიდე და მყუდროება,
არავინ არღვევს ამ ღამის დუმილს..
კარგი, კეთილი, მაგრამ კვლავ ერთი!
ამ ჩუმ ღამეში, სად არის ღმერთი?
შეშა ტკაცუნობს, ბუხარში იწვის,
ვიღაცა ცდილობს, ვიღაცა იღწვის..
და ბებერ ცეცხლის უღმერთო ალში,
თავგანწირული, ეშმაკთან იბრძვის.
შენ ხედავ ამას, ამ ჩუმ ღამეში
ამ მარტოდყოფნის ერთგულ წამებში
ბუხარში ხედავ, იმ გრძნობის ცეხლში
რომ ირეკლება მაგ შენს თვალებში!
ხედავ, იმ კაცმა, ეშმაკს აჯობა,
მან გაიმარჯვა, სიკვდილი სძლია.
არ არის ღმერთი? მაშ ეს რა არი?!
მაშ ვინ გააღო სამოთხის კარი?!
ცეხლი ჩაქრება, ბუხარში ისევ
კვლავაც სიბნელე დაისადგურებს,
და ურწმუნებას, უკვე განდევნილს,
შენ დაუტოვებ მის ცივ აგურებს..

Advertisements

0 Responses to “ოქროს ფერია”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: