03
Jul
09

ადამიანი, რომელსაც გული არ ჰქონდა

heart

იგი დაიბადა უკრაინაში, მაგრამ მუდამ ნანობდა ამას.
გაიზარდა რუსეთში, მაგრამ არ მოსწონდა ეს.
ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში მოუწია, მაგრამ არც ეს ეპიტნავებოდა.
საერთოდ, არავინ და არაფერი მოსწონდა: ცოლი, ირგვლივ მყოფი საზოგადოება, თავისი გარეგნობა, სამშობლოც კი.
ფაქტიურად, ის იყო ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეეძლო.

არ შეეძლო კი არა, არ უნდოდა რომ შეძლებიყო.. არ იცოდა ამ სიტყვის არსი და ვერც გაუცნობიერებლად ხვდებოდა მას..   არც სურდა რომ გაეგო.. ცხოვრობდა თავისთვის, მეტი არავისთვის.. შვილები არ ჰყოლია.. ცოლთან ხეირიანად ათჯერ თუ ულაპარაკია.. მუშაობდა არა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა, არამედ თავისი თავისთვის მხოლოდ..
იყო კიდევ რაღაც მიზეზები: გარშემო მყოფთაგან არავის თვლიდა მასავით ღირსეულად და სურდა, რომ მათზე ყოველმხრივ აღმატებული ყოფილიყო. ასე რომ, პატივი, ფული და დიდება მას არ აკლდა.
40 წლისას მიღწეული ჰქონდა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მეოცნებე სტუდენტი წარმოიდგენს ხოლმე.
რაღაც გამუდმებით აწუხებდა და ვერ ხვდებოდა. გული ადამიანებისკენ მიუწევდა, გონება – პირიქით.
არ ჰყავდა მეგობრები.
ძალიან ცოტა ნაცნობი.
არც სურდა, რომ ჰყოლიდა.
გარდაიცვალა 50 წლისა.
ზოგმა თქვა:
– მოკვდა!
ზოგმა –
– ჩაძაღლდა!
მაგრამ არავის უთქვამს: „გარდაიცვალა!“

© 25.03.06

Advertisements

0 Responses to “ადამიანი, რომელსაც გული არ ჰქონდა”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: