25
Jul
09

პარასკევი, დღე I

დღიურის პოსტების სურათი ბლოგზე

მაშ ასე, ისევ დავუბრუნდი ბლოგს. დღეს სამსახურში რაღაც სურვილმა წამომიარა რომ მივბრუნდბოდი. ამ ბოლო დროს ყველაფერი მეზარება. პოსტის დაწერის სურვილი რამ გამიჩინა ამ შუა ღამეს, აზრზე არა ვარ.

როგორ მოხდა ყველაფერი? ნუ როგორც ხდება ხოლმე, გავიღვიძე და რა თქმა უნდა, მეძინებოდა.  გავხსენი ლეპტოპი და, როგორც იქნა, მოვიყვანე სისრულეში გადაწყვეტილება, მობილურში სიმღერების გადატანის შესახებ.  ამჯერად, ამ კვირის ფავორიტი Amy Winehouse – Valerie  გახლდათ (: გადავიტანე და ეგრევე ჩავრთე. ძალიან კარგია დილიდანვე სასიამოვნო, განწყობის შესაბამისი მუსიკის სმენა. შევედი სააბაზანოში ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგი იყო უნაუშნიკოდ მუსიკის სმენა ხელ-პირის ბანვისას.  (:

მერე სამსახურში.. თანამშრომელი 4 დღით ზღვაზეა წასული (ისე მაგრად არ გაუმართლა, საშინელი ამინდებიაო, მითხრა. რა თქმა მაგას უნდა ხომ? მაგრამ არა, ჩემთვის უნდა (((: მეზარება ლაივჯორჯიაზე შესვლა), და მოწყენილობისგან ვკვდები. (ისე ხო რას ამბობ! ((:  ) არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია და შუქი წავიდა. მერე ორნი დავრჩით ოფისში და მინიმუმ ორი საათი ძალიან სასიამოვნოდ გავატარე ფეხბურთზე საუბარში (იმ მცირერიცხოვანი მოვლენათაგანი, რაც შემიძლია დაუსრულებლად ვაკეთო და უდიდესი სიამოვნება მივიღო), მერე შუქიც მოვიდა, მერე ისევ წავიდა, მერე ისევ.. ნიკა გილაური რაღა იყო და (ბოლო ვინც მახსოვს ენერგეტიკის მინისტრი, ეგაა), ვიძახი იუპიესია საჭირო-თქო მაგრამ ვინ გისმენს..

ამაზონზე შევედი და აი ეს ქურთუკი მოვძებნე:41UQ4KG0I1L._SS500_იმ წუთასვე მომიარა ცხოველურმა სურვილმა, რომ გამომეწერა, მაგრამ სადაა ფული? ისევ ჩემი საწყალი საფულე გამახსენდა, ვინ იცის სად არის ახლა ჩემი უდიერების გამო. ეჰ ):
სახლში გემოზე გამოვძეხი.  (: სასურველ კონდინციებამდე მისვლა კიდევ ერთი დღით გადაიდო. მერე მუსიკებს დავუწყე ძებნა, როგორც ყოველთვის და ერთი 20 მდე დავიტოვე. ძალიან მომეწონა 2-3 მაქედან. აუცილებლად გადამისამართდება ჩემს აიპოდში. (:
მერე გარეთ.. იმდენი ვეკამათე იმ ხისთავიანს, მაგრამ მაინც ვერ შევაგნებინე, რომ კამათში ვარაუდის არგუმენტად გამოყენება არ შეიძლება, თუმცა არა უშავს,  კარგი კამათი გამოვიდა საბოლოო ჯამში.  მერე ის მოვიდა და იმისი პრობლემები.. სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო, ნათქვამია (მომიტევეთ სწორად თუ არ მახსოვდა გამოთქმა), მაგრამ მჯერა, რომ სწორი რჩევები მივეცი.
ბოლოს ისევ უძილობა და უსაქმურობა. ბოლოს მომიღებს ეს უკანასკნელი. (((((: ისევ მუსიკები და ისევ ემი, თუმცა ახლა მომაფიქრდა ჯგუფი, რომელიც ასე თუ ისე, მომწონს და რეპერტუარსაც სიამოვნებით ვიქონიებდი კომპში, სხვა რა საქმე მაქვს, მაინც არ მეძინება. (((:

P.S. ჩემი პირველი ცდა დღიურის წარმოებისა მას შემდეგ, რაც წერა დავიწყე. დაახლოებით 13-14 წელიწადია გასული. ჰეჰ (:

Advertisements

0 Responses to “პარასკევი, დღე I”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements