28
Jul
09

თბილისი, ლურჯი ანგელოზების ქალაქი

blue_angelარადა მართლა მეგონა, რომ რამე ზეღირებულს ვქმნიდი (: 16 წლის ბავშვის ფანტაზიებია, გაითვალისწინეთ, ძალიან დასაცინი და გასაქილიკებელიც არ არის მემგონია (((: ახლა ისეთი ამინდია, რომ გამახსენდა ეს ნოველა, ჰოდა დავდებ რა, აშკარად რომ შეეფერება.

– მაშ მიდიხარ? – ჰკითხა თამაზმა.
– მივდივარ ჩემო თამაზ, მივდივარ!..
– იქ რა გინდა? იქ ვისთან მიდიხარ?
– აქ რაღა დამრჩენია შვილო? რა შავ ქვად მინდა აქ გატარება ისედაც ჩემი მოკლე სიცოცხლისა? თბილისი ანგელოზების ქალაქი აღარაა თამაზ! იყო ადრე და აღარაა! გალაკტიონისთვის და ბევრისთვის იყო! მაგრამ აღარაა! რაც იყო – იყო! აღარ დაბრუნდება! ფა – ფუ!
თამაზმა უიმედოდ ჩაქინდრა თავი.
– შენ არ მიწყინო თამაზ, ჩემი ბრალი არაა! მე ამ ქალაქს შევალიე და შევაძლიე ყველაფერი რაც შემეძლო. რა მომცა მან სამაგიეროდ? არაფერი! პირიქით, წამართვა სახლ – კარი, ოჯახი, გული აიცრუა ჩემზე..
– კი მაგრამ..
– არავითარი მაგრამ თამაზ! არა! აღარავითარი მაგრამ აღარ იქნება! მეყო, რაც ავიტანე, ამ საქმის გამო გამშორდა ცოლი, დაშინებული ბანდიტებისგან..
– თქვენ არ გესმით, ჩვენ შევძლებთ! ერთად უნდა დავდგეთ! უნდა მოვინდომოთ, უნდა ვცადოთ!..
– რა უნდა ვცადოთ, რა?! მე შენ გეკითხები! ვცადოთ აღვკვეთოთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ძალადობა, უსირცხვილობა, გარყვნილება, უზრდელობა და ძალმომრეობა?! კარგი ბატონო, ვცადეთ. დავდექით ერთად ასნი, ორასნი! დავიწყეთ ბრძოლა, აღვკვეთეთ ერთი, ორი, ათი ასეთი ქმედება! მაგრამ რას უშვები შენ ასს, ათასს და ასი ათას ასეთ სხვა ბინძურ გარყვნილს და მამაძაღლს? რომელიც ურცხვად გიყურებს თვალებში და მოურიდებლად დაგცინის კიდეც?!
– ხო მაგრამ..
– რა მაგრამ?! შენ გგონია რომ ნარკომანს და შიდსიანს განკურნავ? შენ გგონია რომ ბანდიტს და კაცისმკვლელს დააყენებ ჭეშმარიტ გზაზე? შენ გგონია რომ მამათმავლებს და დედათმავლებს შეაგნებინებ რა ცოდვასაც სჩადიან? შენ გგონია, რომ უზრდელ და გარყვნილ მოზარდებს, რომლებსაც ფულისა და სექსის გარდა არაფერი აინტერესებთ, და რომლებიც ამისთვის კაცის კვლასაც კი არ ერიდებიან, მოაბრუნებ? შენ გგონია რომ..
– მაგრამ ასე თუ მივუშვით მაშინ ხომ სულ დავღუპულვართ?- იყვირა თამაზმა, რათა როგორმე დაეფარა მოხუცის ხმა.
– რით ვერ შეიგნეთ ბოლო – ბოლო რომ არაა ჩემი საქმე ეს! არა! კარგი ბატონო, მოგეხმარეთ, მივედით ასეთ ჯიბგირთან, ვუკითხეთ ლექციები, სახარება.. რა გამოვიდა? რა და თურმე ეს დრო, რაც ჩვენ ორგანიზაციაში გვყავდა, საქმისთვის სჭირდებოდა. თავისი ბანდიტური საქმისთვის. როცა წავიდა, გვიან იყო უკვე. რა გააკეთეს მან და მისმა ამხანაგებმა? სწორედ იმან, შენ რომ ამბობდი გამოსწორდაო და ცხვარივით რომ გვიქნევდა თავს ყველაფერზე, სწორედ იმან დაწვა ჩემი სახლი..
– ყველა ერთნაირი ხომ არ იქნება..
– არის ყველა ერთნაირი! არის! მგელი არ მოიშლის მგლობას ჩემო თამაზ. მგლის გაწვრთნა შეუძლებელია და მათ შორის არც ერთი ლომი არაა რომ ჭკუა მოთხოვოს კაცმა და დაიყოლიოს რამეზე!..
ნარკომანს რაც არ უნდა უმკურნალო და შეაგნებინო რომ თავს იღუპავს, მაინც პირველივე ხელსაყრელ შემთხვევას გამოიყენებს და საკუთარ დედასაც კი იოლად გაყიდის წამლისთვის! გესმის?
– არსებობს ხალხი, რომლებიც გამოსწორდა..
– ვინ? რამდენნი არიან ერთი შემახსენე! სამი? ოთხი? რას უშვები მერე ყოველ დღე მზარდ იმ ათასიან და ათიათასიან ურჯულოთა და ურწმუნოთა ბრბოს? ის ბავშვი ხომ ვეღარ გამოსწორდება, რომელსაც მთვრალი მშობლები სცემდნენ, რომელიც გამოიქცა, რომელმაც წებო შეისუნთქა, რომელმაც მოიპარა, რომელმაც მოკლა და შემდედ გაიღიმა?!
– მაშ აღარავითარი იმედი აღარ არის, უნდა დავიკრიფოთ ხელები და დაველოდოთ როდის წაგვლეკავენ? უნდა გავაუქმოთ ჩვენი გამოსწორების სამსახური, შეგვეშინდეს შენსავით და გავიქცეთ არა?
– მე არ მეშინია თამაზ. მე დავიღალე. დავიღალე ამდენი სიბინძურით, სიცრუით, ბოროტებით..
მე ჩემი საქმე აქ დავამთავრე. ღმერთმა მოგიმართოთ ხელი თქვენს საქმეში. მე მივდივარ!
– მაშ კარგი, წადი! მაგრამ იცოდე, როცა დაბრუნდები აღარ ითხოვო ჩვენს რიგებში ჩაწერა..
– ნეტავ ეგრე მოხდებოდეს თამაზ.. ნეტა სახალისო იყოს მანდ მუშაობა..ნეტა სიამოვნებას ანიჭებდეს ხალხს გამოსწორება..
– არის კიდეც სასიამოვნო, როცა ჯიბგირს და ხულიგანს გამოასწორებ.
– ხოდა მეც მაგას ვტირი, რომ არაა საშველი, არა! არ სწორდებიან ეს ოხრები! პირიქით, უფრო ცუდები ხდებიან!
– ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.. აგერ მატარებელიც მოდის, ჩემოდანს მე აგატანინებ..
– მშვიდობით მეგობარო! მომიგონებდე! ეჰ.. ნეტავი ის გალაქტიონის თბილისი მანახა ერთხელ და მომკლა მერე.. როგორ თქვა იმ დალოცვილმა?
„და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები..“

მოხუცი ავიდა, ხელი ჩამოართვა ახალგაზრდას, მერე გადაკოცნა, გადაეხვია. ჩაჯდა სავარძელში და ღრმა ფიქრებს მიეცა..

**

თბილისი კი, მიტოვებული, ზნედაცემული ქალაქი, ცხოვრებას განაგრძობდა. სადღაც, მის ქუჩებში ბავშვი დაიბადა. სადღაც ლექსი დაიწერა. სადღაც მხატვარმა პორტრეტი დაასრულა. სადღაც ვიღაცას შეუყვარდა..

Advertisements

0 Responses to “თბილისი, ლურჯი ანგელოზების ქალაქი”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: