31
Jul
09

პარასკევი, დღე V

111აი, დღეც დამთავრდაა. რაღაც ისეთ განწყობაზე ვიყავი, ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა, რომ პოსტი დამეწერა.  საბოლოო ჯამში არ იყო ცუდი. დილას მაღვიძარამ გამაღვიძა. არადა ისეთი კარგი სიმღერა მაქვს დაყენებული, მაგრამ იმდენს ვიზამ, რომ შემზიზღდება 😀
მერე წავედი და ჩეემი ჰოლანდიის დროშა-”ბრელოკი” გამოვართვი. მოლოდინს გადააჭარბა ნამდვილად. ასეთი წვრილმანებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და მიხარია ხოლმე მსგავსნი ნივთები რომ მაქვს.
ხო, სამუშაო დღე არასასიამოვნოდ დაიწყო, ფინანსურ საკითხებზე საკმაოდ სერიოზული საუბარი მქონდა და ცოტა არ იყოს, ვინერვიულე. მერე ჩვეულებრივად, ისევ ისეთი ნაკლებ დატვირთული და მოსაწყენი დღე. მართვის მოწმობის ტესტი გავაკეთე სამი ცალი ინტერნეტში და სამივეში ”ჩავაბარე”. გამიხარდა ეგეც. ჩემს მეგობარს დავურეკე, რამდენი ხანია არ შევხმანებივარ, მომენატრა ეგ ოხერი. (:
აი მერე კი, როცა სახლში მოვედი, დღის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი დაიწყო. ნუ ჯერ ის, რომ ჩემი მეგობარი საშინლად ავად არის, 40 გრადუსამდე აქვს სიცხე და წევს, მაგრამ ეგ არაფერი  : P როგორც იქნა მეორე გამოვატიე სახლიდან და წავედით ჩემთვის უსაყვარლესი კერძის საჭმელად. ისეთი გემრიელი იყო, ისეთი რო ლამის იყო იქ დავრჩი, სანამ მეორედ მომშივდებოდა ((:
ხო, მერე როგორც ყოველთვის სასიამოვნო საუბარი მეგობრებთან. ბოლოს დავიღალე და ამოვედი. ახლა ტორტის ძალიან დიდი ნაჭერი მიდევს და ისეთ განცხრომაში ვარ, რომ ვერ აღვწერ.
ხვალ ჩემი და ჩამოდის და მეშველა მემგონი. მომენატრა საშინლად.
როგორც ვატყობ, ის ფსიქოლოგიური ბარიერი ნელ-ნელა გადალახვას განიცდის. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ თუ არ ვცდები ჩემთვის ძალიან კარგი რამ ხდება.
ხო, სულ დამავიწყდა. გუშინ ღამე გადავწყვიტე  House M.D. – ს ყურება თავიდან დამეწყო. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ასეც, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი ასე თუ ისე მახსოვს. სწორედ ის, რაშიც ”დაჭერილი მქონდა” ამ სერიალის ”მუღამი”, შემრჩა. ანუ დეტალები. ძაალიან მაგარი სერიალია ჰაუსი, მართლა ძალიან მაგარი.
ხო, მემგონი ტორტიც მთავრდება (არადა ზუსტად ისეთია, როგორიც მიყვარს, თეთრი, ზომიერად კრემიანი და ზომიერად სველი ბისკვიტი), სჯობს მეც დავამთავრო. ძილის წინ, პირობას ვდებ, ჰაუსის სერია რომ მორჩება, კიდევ სამ ცალ ტესტს გავაკეთებ, და იმედი მაქვს, რომ იმათაც ისე, როგორც შუადღეს. და ბოლოს, ფოტო განწყობისათვის:

nose-scrubbing-billboard-illusion

Advertisements

0 Responses to “პარასკევი, დღე V”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: