31
Jul
09

ხუთშაბათი, დღე IV

111
სააშინლად ვარ 😦 მემგონი ტვინის შერყევა მივიღე, მაგრამ ძალიან იოლ (თუ როგორ არის) ფორმებში. თავი მისკდება და ისეთი შეგრძნებაა, სწრაფად რომ ვატრიალებ, თითქოს ტვინი ქალას ეჯახებაო. ამ ყველაფერს პერიოდული უხასიათობა (რაც, ძირითადად, დღის უაზროდ გატარებას სდევს ხოლმე), დაემატა და როგორ ვგრძნობ თავს, განსაჯეთ.
სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, რამე თუ არ მოვუხერხე ჩემს თავს, მართლა არ გამოვა არაფერი. რამხელა ყოფილა ეს ფსიქოლიგიური ბარიერი, საშინლად რთულია გადალახვა. წმინდა ადამიანური მომენტია რა. 13 დღეა დარჩენილი ზღვამდე, თუმცა ეს დიდი არაფერი, დღის წესრიგში (:-D) სულ სხვა რამ დგას. მანამდე გასაკეთებელია რაღაცეები. უი, ხვალ უნდა მომიტანონ ჩემი ჰოლანდიის შეკვეთილი დროშა-ბრელოკი. (”ბრელოკი” დიახ, რადგან სხვა მის ქართულ მნიშვნელობას ბევრად სჯობს სიტყვა ”ბრელოკი”), აიი სურათიიც:

ca34d3169092ჰოლანდიის არის ჩემი. ჩამოვიკიდებ გასაღებზე (რომელზეც ბოლოს ეიფელის კოშკი მეკიდა, მაგრამ ახლა თვეებია არაფერიც არ კიდია), და ვივლი. მორიგი პოზიტივია ჩემს ცხოვრებაში (:
სანამ ინტერნეტ სივრცეში აქტიურობას დავიწყებ, ანუ მკითხველებს მოვამრავლებ, მანამდე მინდა რამოდენიმე სტატია დავწერო, ერთი უკვე დავწერე, ძალიან ძნელი თემაა, თან გადმოცემის ფორმა მაქვს თავისებური, ხოდა ახლა დახვეწის პროცესში ვარ, შევხედავ კიდე რამოდენიმეჯერ და გამოაქვეყნებ ალბათ. სხვა არაფერი იდეა არ მომდის თავში ჯერ-ჯერობით.
ვერც პირად შემოქმედებას ვმატებ რამეს. კი, არის იდეები, მაგრამ ისე გამოდის, რომ დრო არ მრჩება მათთვის. აი სწორედ ის არის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ფსიქოლოგიური მომენტი, რომელსაც გადავლახავ აუცილებლად, მაგრამ ასე ძახილში თუ ვიყავი, მართლა ვერასდროს მოვახერხებ ამას.
ბოლოს, სიმღერას გიტოვებთ განწყობისთვის: Kate Bush – Army Dreamers

Advertisements

0 Responses to “ხუთშაბათი, დღე IV”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: