06
Sep
09

აღშფოთებული ადამიანის პოსტი

Italy+v+Georgia+FIFA2010+World+Cup+Qualifier+6NuA4yQDHZ6m

გამაგიჟებენ ეს ქართველები რა. მხოლოდ საქართველოში ხდება ისე, რომ ადამიანი ისეთ საქმეზე დროს კარგავდეს, რომელიც მას არავითარ სარგებელს მოუტანს (ამაში ვგულისხმობ ინტელექტუალურ განვითარებასაც), და რაც მთავარია, არავინ ეკითხება მაშინ, როცა თვითონ ყელამდე არიან მოუგვარებელ საქმეებში ჩაფლულნი.
საოცარი ერი ვართ ნამდვილად. ბევრი რამ დამიგროვდა სათქმელი. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი მარაზმია. აგერ გუშინ, სანამ საღამს 10 საათი მოვიდოდა, მანამდე მშვენიერ ხასიათზე ვიყავით ყველანი, მაგრამ მოვიდა და.. ნუ გასაკვირი არც არაფერია, იტალიაა ბოლო-ბოლო, მაგრამ ჩვენი კაპიტნის ორი ავტოგოლი ნამდვილად საშინელებაა და ძალიან ცუდ გუნებაზე მაყენებს. არა, არც მოგებას მოითხოვდა ვინმე და ვერც მთლად ფრეს მოველოდით მატჩისგან რეალურად, მაგრამ მაინც ძალიან მძიმეა, ნუ ჩემთვის მაინც.
საქართველოს ნაკრებმა წააგო იტალიის ნაკრებთან სახლში. ხოლო ჩვენი ”საუკეთესო” (ტფუი) გულშემატკივრის მთელი ცინიზმი, ირონია, ბრაზი და გულისტკივილი (სადაც უხვად ერია დედის, მამის და საერთოდ ოჯახის გინება),  ჩვენს კაპიტანს, კახა კალაძეს დაატყდა თავს. იმიტომ რომ თავის კარში ორი გოლი გაიტანა? მე პირადად, კახი ძალიან შემეცოდა. მტერსაც არ ვუსურვებდი მის ადგილზე ყოფნას გუშინ.  გუშინ ისეთი რამ მოხდა, კაცმა შეიძლება სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს.  თუმცა რა, როგორი ერიც ვართ საერთოდ (ყოველი 100 რამიდან 90 ში მინიმუმ არ ვვარგივართ) ისეთი გულშემატკივრები და გულშემატკივრები როგორ ნაკრებსაც იმსახურებენ, ზუსტად ისეთი ნაკრები გვყავს ჩვენ.

ეს იყო ჩემი კომენტარი

Advertisements

1 Response to “აღშფოთებული ადამიანის პოსტი”


  1. 1 tatusi
    September 6, 2009 at 8:16 pm

    amitom saqartvelos გარდა ყველას უდნა ვუბალეშიკოთ ხოლმე 😐


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: