11
Sep
09

House Medical Division “Like I always say, there’s no “I” in team. There’s a “me” though, if you jumble it up.”

House

დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე პოსტის დაწერა. მოკლედ და კონკრეტულად: ძალიან მაგარი სერიალი! ზედმიწევნით მორგებული პერსონაჟები და ყველაფრის “მუღამი”, მთავარი როლის შემსრულებელი, გენიალური   Hugh Laurie!

ერთად–ერთი სერიალი, რომელმაც თავით–ფეხამდე ჩამითრია. ვიცი, აქამდე ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემგანაც იმსახურებს ერთ პოსტს.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ კინოპროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ >>> http://en.wikipedia.org/wiki/House_M.D

ექიმი ჰაუსი – გენიოსი მკურნალი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე განწირულია ქრონიკული ტკივილებისათვის. არის ბავშვურად ეგოისტი და “შემჯდარია” ტკივილგამაყუჩებელზე. ჰყავს ერთად ერთი მეგობარი, ძალიან მაგარი უფროსი და გუნდი, რომლის წევრების წვალებაზე “მაგრად კაიფობს” ((:

ზემოთ მოყვანილი აღწერა შეიძლება სასაცილოა (შეიძლება კი არა, მართლა სასაცილოა), მაგრამ დამიჯერეთ, ნამდვილად ძალიან მაგარი დრამაა. (ეს ორი აბზაცი ეხება იმათ, ვისაც ჯერ არ უნახავს ეს სერიალი).

ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მაგარი სერიალი, რომლის მთავარი “მუღამი” არის არა სცენარი (რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია), არამედ მსახიობ(ებ)ის თამაში და პატარ–პატარა დეტალები. მოკლედ მე რაც მინახავს, იმათ შორის ყველაზე ინტელექტუალური, მხიარული და საინტერესო, დაძაბული დრამაა.

მისი ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ პოპულარულ ქართულ ვარეზ საიტებზე.
მალე ახალი, მეექვსე სეზონი გადმოდის.

ყველას გირჩევთ, თუ აქამდე არ დაგიწყიათ ყურება, ახლა ჩაუჯექით თავიდან. ძალიან მშურს თქვენი, რომ მისი ნახვისგან გამოწვეული სიამოვნება ჯერ კიდევ არ განგიცდიათ და ეს ყველაფერი წინ გაქვთ ):

Advertisements

1 Response to “House Medical Division “Like I always say, there’s no “I” in team. There’s a “me” though, if you jumble it up.””


  1. 1 tatusi
    September 11, 2009 at 10:50 pm

    kaci romelsac literatura dziler uyvars, bolo abzacshi mis nairad tqvi, tu tqvena r gaqvt es wigni wakitxuli tqven gelit win didi siamovneba radgan tqven gavqt mis wakitxvis bednierebao :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: