13
Sep
09

14 სექტემბერი, 2009 წელი

111
ხვალ არის 14 სექტემბერი, 2009 წელი. ხვალ იწყება ახალი სასწავლო წელიწადი ((: რა შეიძლება ითქვას? პირველ რიგში ის, რომ წინა წელი პოზიტიურად ჩათავდა. რაც იყო, იმისგან მაქსიმუმი გამოიწურა მე თუ მკითხავთ. მერე ის, რომ დასვენებაც კარგი იყო. მრავალფეროვანი და არც თუ ისე მოკლე. შესაბამისად არც თუ ცუდი განწყობით ვხვდებით ახალს.
ხო, სულ დამავიწყდა, ჩემი უნივერსიტეტის რექტორი, გურამ თავართქილაძე გარდაიცვალა ): უკანასკნელი პერიოდი უგონოდ, კომაში მყოფმა გაატარა. ძალიან შემეცოდა ):

ამიერიდან ისევ ის ცირკი დაიწყება. დილას რვაზე ადგომა(რაც მკლავს, შეიძლება უპრობლემოდ ავდგე რვის ნახევარზე, ან ცხრის ათ წუთზე, მაგრამ ამდენი წელი სკოლიდან მოყოლებული სულ რვაზე რომ მიწევს ადგომა, ნელ-ნელა უკვე ალერგიას მაძლევს. რამდენი სასწავლო დღეა ერთ წელიწადში, არც ერთხელ ყოფილა ისე, რომ უპრობლემოდ ავმდგარიყავი დილის, ამ დედა ნატირებ რვა!!! საათზე ):  ), პირველ ლექციაზე ძილი, დანარჩენ ორზე თავის შექცევა, მერე სადმე ერთად, ბოლოს სამსახური.. თუმცა ახალიც შეემატება – ვარჯიში. ძალიან მაგარია ვარჯიში, განსაკუთრებით საღამოს, დამიჯერეთ.
ჩემი აიპოდი ჩამოდის მალე და მაგრად მიხარია, სირბილი მუსიკის გარეშე საშინელებაა.

რა მოხდა 14 სექტემბრამდე? განსაკუთრებული არაფერი, დასასვენებლად ორჯერ ვიყავი ზღვაზე, ერთხელ სოფელში და ორი – სამ კარგ ადგილასაც, ოღონდ ცოტა ხნით. მართვის მოწმობა ავიღე.. მეტი ისეთი აღსანიშნავი არაფერი.  მთავარია 14 სექტემბრის მერე რა მოხდება ((: ნუ, მე იმედი მაქვს, რომ შემოვირიგებ როგორც იქნება ((:

თუ როგორ გავატარე ჩემი საზაფხულო არდადეგები ამის მოყოლას არ ვაპირებ, ისიც მეყოფა მთელი სკოლის პერიოდი მეცხრე კლასამდე რომ მაწერინებდნენ ხოლმე.  ისე მაგარი იყო ძაან (არდადეგები ((: )

14 დან იმაზე ბევრად დატვირთული წელი მოდის, ვიდრე წარმომიდგენია და იმედია მორალურ-ფიზიკური გამძლეობა მექნება ყველაფერ ამისთვის. კარგად უნდა ვისწავლო და ბეჯითი სტუდენტი გამოვიდე – თქო არ ვამბობ, არც ვაპირებ ((: ცოტა სხვა მხრივ იქნება დატვირთული, თუ ისე წავიდა საქმეები, როგორც საჭიროა, მაგას რა აჯობებს.

გეგმები და იმედები (რა გაცვეთილი და ბანალური ფრაზაა) არის, მთავარია როგორ მივუდგებით (შევასრულებთ არა, მიდგომაა მთავარი მე თუ მკითხავთ), იმედია სწორად.

ველოდებით ხვალინდელი დღისა და ’სეზონის’ გახსნას (:

Advertisements

0 Responses to “14 სექტემბერი, 2009 წელი”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: