14
Sep
09

The same shit

280დღეს იყო ერთ–ერთი “ყველაზე ღირსშესანიშნავი” დღე სტუდენტებისთვის. ახალი სასწავლო წელი დაიწყო! სურათის აზრი ალბათ გასაგებია.
მინდა ვილაპარაკო კერძოდ ჩემი სასწავლებლის, თ.ე.უ.ს.უ. (აბრევიატურა: თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი), შესახებ. როგორც სათაურიდან მიხვდით, ზუსტად ის ცირკია. აი ზუსტად, საერთოდ არ შეცვლილა არაფერი. მემგონი იატაკზე ჭუჭყიც კი ზუსტად იმ ადგილებზეა, სადაც შარშან იყო.
სათაურის ქვეშ იგულისხმება აურა, ხალხი და ზოგადად სიტუაცია. ისევ ის(ეთი) სახეები, ჩაცმის საოცარი სტილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხუმრობების თემაც–კი.
ნუ ხალხი კი ერჩის (ჩემი ჩათვლით), ამ საწყალ თეუსუს, მაგრამ მთლად მასეთი კატასტროფაც არ არის, დღევანდელ, ქართულ რეალობაში, ერთ–ერთი ყველაზე ნორმალური და წესიერი უნივერსიტეტია. არ ვიცი მომავალში რა მოხდება (მას შემდეგ რაც დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, გურამ თავართქილაძე გარდაიცვალა, დიდი ეჭვი მაქვს რომ არც თუ სასიკეთოდ წავა საქმეები), მაგრამ დღეს–დღეობით რაღაც დონე მაინც არის.

პირველი ლექცია, ახალი საგანი და ახალი ლექტორი. კარგი კაცი ჩანდა, განათლებული (ზოგადად). უბრალოდ სასაცილო ის იყო, რომ რატომღაც (სულ ერთია რა კონტექსტში), ნახსენები იყო “საქართველოს თამადების პრეზიდენტი, მე-20 საუკუნის საუკეთესო თამადა, სიმონიკა სხირტლაძე”.

მეტი სხვა ჯერ–ჯერობით ისეთი არაფერი, გარდა იმისა, რომ “რატომღაც” ალგებრული ფორმულები გამოიყვანა “დაფასთან გასულმა” (რა მაგარი რამ არის ზოგადად “დაფასთან გასვლა”), ჯგუფელმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი იქნება.

ზუსტად გამოთვლილი არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით 9 თვე მომიწევს სწავლა.

ჰოდა 270 Days remaining..

Advertisements

0 Responses to “The same shit”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: