19
Sep
09

FCBarcelona Vs. Atletico Madrid

laligaდღეს არის პრიმერა დივიზიონის მესამე ტური. “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. “ატლეტიკო” რომ საშინელ დღეშია, ამას მისი შედეგები ადასტურებს როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე. შესაბამისად, უპირობო ფავორიტად “ბარსელონა” ითვლება, მაგრამ ჩემი აზრით, ასე გადაჭრით თქმაც არ შეიძლება.
“ინტერთან” ჩატარებულმა შეხვედრამ დამანახა, რომ იმაზე ბევრად უკეთ ფორმაში ვართ, ვიდრე მეგონა. მიუხედავად ყველაფრისა, “ატლეტიკო” ისტორიულად უხერხული მეტოქეა, ამიტომ ყველაფერი მოსალოდნელია. რაც მთავარია, აგუერო-ფორლანის დუეტი სრულ მზადყოფნაში ჰყავთ.
სიმართლე ვთქვა, საერთოდ არ გადამიხედავს პრესისთვის მატჩის წინ და არ ვიცი ვინ როგორ ფიზიკურ მზადყოფნაშია, თუმცა როგორც მახსოვს, მილანში თამაშის წინ იყო ცნობები, რომ ორივე ცენტრალური მცველი, პუიოლიც და პიკეც რაღაც რისკის ქვეშ თამაშობდნენ (100% ით არ იყვნენ მზად), ამიტომ დიდი შანსია, რომ ისევ ჩვენი “იესო ქრისტე” (ასე ეძახდნენ მას უკრაინაში), დმიტრო ჩიგრინსკი ვიხილოთ მოედანზე (თან მას რომ ჰქონდა, დებიუტიც ისეთი უნდა), ალბათ უფრო პიკეს ნაცვლად (რაც სეზონი დაიწყო ყველა თამაში ითამაშა აბსოლუტურად და).
ინიესტა გამოჯანმრთელდა, მილანშიც ითამაშა გარკვეული დრო და იმედი მაქვს, რომ სასტარტოში დაიწყებს (მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგ ფორმაში მყოფი კეიტა მეცოდება უთამაშებლობისთვის), თუმცა აქაც შეიძლება გარკვეული გადაადგილება, რაც ჩვენი საუკეთესო ნახევარმცველის დასვენების საშუალებას მოგვცემს.
სიტყვაზე ნახევარდაცვა რომ იყოს ასეთი:

——ინიესტა————-კეიტა——
————ტურე/ბუსკეტსი———–

მოკლედ დაველოდოთ თამაშს, ორივე გუნდი რომ შეუტევს, ეს ფაქტია, ისტორიულად ყველაზე გახსნილი და ლაღი ფეხბურთის მოთამაშე გუნდების დაპირისპირებაა.
მე პირადად, 3-4 ბურთით გამარჯვებასა და ზლატანის მინიმუმ 1 გოლს ველოდები (:

ხო, საყურებელი ლინკი (ვინც ვერ მოახერხებთ ტელევიზორში ყურებას)

http://atdhe.net/9360/watch-barcelona-vs-atletico-madrid

Advertisements

0 Responses to “FCBarcelona Vs. Atletico Madrid”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: