19
Sep
09

Open season

theatre
მაშ ასე, როგორც იქნა მოახლოვდა ნანატრი (ჩემთვის) ოქტომბერი და სეზონიც იხსნება!პირველი, როგორც ვიცი, ჩემი საყვარელი “თავისუფალი თეატრი” ხსნის. პარასკევს, ორ ოქტომბერს სპექტაკლით “კავკასიური ცარცის წრე”. თქვენი არ ვიცი და ამ სპექტაკლში იმდენად მომწონს ნიკო გომელაურის თამაში, რომ შეიძლება მესამედ ვნახო (:
ნუ, დავიწყოთ “თავისუფალი თეატრის” პროგრამით.

აფიშა
სექტემბერი 10th, 2009 by თავისუფალი თეატრი
სეზონის გახსნა

ოქტომბერი
2. პარ ,,კავკასიური ცარცის წრე,,

3. შაბ ,,ძმები,,

4. კვ ,,იდიოტოკრატია,,

დასაწყისი 19 სთ
აი ასე წერია მათ საიტზე. სამწუხაროა, ყველა სპექტაკლი რომ მაქვს ნანახი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი რომელიმეზე. ):

“მარჯანიშვილის თეატრი” სეზონს 27 ოქტომბერს ხსნის (სულ ოთხი სპექტაკლი მაინტერესებს ამათი ჯერ-ჯერობით), ხოლო “რუსთაველი” კი – 11 ოქტომბერს სპექტაკლით “ჰამლეტი”.

“თეატრალურ სარდაფზე”, “გრიბოედოვის”, “სამეფო უბნის”, “მუსიკალური დრამისა და კომედიისა” და “თუმანიშვილის” თეატრებზე, სამწუხაროდ ვერ მოვიპოვე ინფორმაცია (თუ როდის ხსნიან სეზონს),  მაგრამ არა უშავს, ოქტომბრიდან ალბათ ყველა მათგანი გააქტიურდება.

სად აპირებთ წასვლას? რომელი სპექტაკლები გაინტერესებთ? მე ჯერ არ ვიცი, მემგონი პირველად “მარჯანიშვილში” წავალ სპექტაკლზე “ქალი ძაღლით”, მერე რუსთაველში “მოხუცი ჯამბაზები” (ეს თუ გადის კიდევ ): იმდენჯერ გადამედო შარშან ამ სპექტაკლზე წასვლა, რომ ახიც იქნება ახლა რომ აღარ გადიოდეს).  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ “თავისუფალ თეატრში” ვერ ვნახე “ჩემთვის რაიმე სიახლე” (:

მოკლედ სეზონი ძალიან მალე იხსნება, და მე პირადად, მაგრად მიხარია.

Advertisements

0 Responses to “Open season”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: