20
Sep
09

FCBarcelona Vs. Atletico Madrid 5-2

laliga
მესამე ტური ესპანეთის ჩემპიონატში.“ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მადრიდის ატლეტიკო” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-2 სძლია.
გუნდის შემადგენლობა იყო შემდეგი:

ანრი——–იბრაჰიმოვიჩი————მესი
——კეიტა—ბუსეტსი——-ხავი——–
მაქსველი—ჩიგტინსკი—პიკე——-ალვესი
————ვალდესი———————

სიმართლე ვთქვა, მე პირადად დიდად არ აღვფრთოვანებულვარ თამაშით. ნუ, შედეგი კია დიდებული, მაგრამ თამაში ხუთმა მოთამაშემ გააკეთა. მესი-ხავი-ალვეში-პიკე-ვალდესი დანარჩენები რაღაც ვერ იყვნენ კარგად.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ანრიმ პირველივე წუთზე ძელს მოარტყა ბურთი (სეზონში პირველ გოლს გაიტანდა ფრანგი დარტყმა ზუსტი რომ გამოსულიყო), და რამოდენიმე წამში სერხი ბუსკეტსმა გააკეთა გენიალური გადაცემა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (რომელიც მომკალით და ვერ დავინახე ჯერ გუნდში ჩამჯდარი, მიუხედავად ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გატანილი 3 გოლისა), ძალიან რთული და ლამაზი ბურთი შეაგდო. შემდეგ იყო დიდი ბარსელონელი მაესტროს, ჩავიერ ერნანდესის მორიგი გენიალური პასი და მესის გოლი. მესამე უკვე დანიელ ალვეშმა გაიტანა ჯარიმიდან, შემდეგ კი მოხდა ჩემთვის ყველაზე ცუდი რამ: სერხი ბუსკეტსმა გააკეთა მეორე საგოლე გადაცემა ოღონდ.. მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე. ეს იყო პირველი “კატასტროფული” შეცდომა სერხის დებიუტიდან დღემდე, რაც მე მინახავს. მეოთხე გოლი მესის შესანიშნავი პასით სეიდუ კეიტამ (რომელიც წინა სეზონის კეიტას ბევრად აღემატება, რაშიც, ძალიან შეუწყო ხელი ინიესტას მოედანზე არ ყოფნამ), შეაგდო.
მეორე ტაიმი უკვე ფრენკ რაიკაარდის ეპოქის ბოლო წლების ბარსელონას მაგონებდა, როდესაც მეორე ტაიმში გუნდი პირველ ტაიმზე ბევრად უარესად თამაშობდა. თუმცა რამდენიმე გამონათება მაინც იყო. მეტოქემ დაწოლა გააძლიერა და ამ სეზონში შესანიშნავად მოთამაშე ვიქტორ ვალდესმა (რომელმაც, სხვათა შორის, დღეს, თამაშის 17 წუთის გასვლისთანავე საკუთარი, პირადი რეკორდი დაამხო კარის მშრალად შენახვის), მეორე ბურთი გაუშვა. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მთლიანად ჩიგრინსკის კისერზეა ბურთი. მიუხედავად იმისა, რომ (ვერ დავინახე რომელი ნახევარმცველი იყო), ცენტრში იქნა დაშვებული შეცდომა, დიეგო ფორლანმა ისეთ პოზიციაში მიიღო ბურთი რომ მე გამიკვირდა, სად იყო ამ დროს მცველი. ნუ არა უშავს, ეს თამაშიც საბოლოო ჯამში მას აქტივად კი ჩაეწერება, მაგრამ ეს შეცდომა წინა თამაშის 100% იანი მაჩვენებლის გამო ვაპატიოთ.
ბოლო გოლი კი გახლდათ ფეხბურთის კლასიკა. ამაზე ასწავლიან ბავშვებს. მარაოსავით გაშლილი შეტევა და ლეო მესის ძალიან მაგარი გოლი.
მოკლედ, დღევანდელი ტური (რიგით მესამე), შესანიშნავად წარიმართა ბარსელონასთვის. როგორც წესი, მძიმედ იწყებს ხოლმე გუნდი, ტენდენციები ძალიან კარგი იგრძნობა და ველოდებით ფორმაში უფრო უკეთ შესვლას. მანამდე კი ისიამოვნეთ ამ მატჩში შექმნილი ყველა სახიფათო მომენტითა და გოლით.

ბოლოს კი, ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის დღევანდელი სახე.
laliga ranking

Advertisements

0 Responses to “FCBarcelona Vs. Atletico Madrid 5-2”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: