25
Sep
09

დედა

mother© 08.11.2006

ისევ სიცივე იყო გარეთ. ასე ეგონა, რომ აღარასდროს გამოიდარებდა. ცივი ქარი ქროდა, წვიმა მოდიოდა და მზეს რუხი ღრუბლები ჩამოფარებოდნენ. ოთახში თბილოდა.

ღუმელი სითბოს გამოსცემდა და ერთ სიამოვნებად ღირდა მასთან ჯდომა. იგი წამოდგა და  ფანჯარასთან მოვიდა. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სამაგიეროდ სავსე იყო სახლები. მხიარულებით, სიცილით, ბედნიერებით.. მოპირდაპირე კორპუსიდან ბავშვების ლაღი სიცილ – კისკისი მოისმოდა. ერთი შეხედვით სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო ახლა ამის მოსმენა.
ფარდები ჩამოუშვა. ოთახს მხოლოდ ლამპაღა ანათებდა. პატარა ოთახი იყო, მყუდრო. ისევ სავარძელში ჩაეშვა. სიმშვიდეს ინარჩუნებდა გარეგნულად. მაგრამ მის სულში საშინელი ამინდი იდგა. რაც გარეთ იყო, იმაზე ბევრად უარესი. იღუპებოდა.. ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა. მთელი დღე წამლებზე ირბინა. რაც შეძლო მოაგროვა. საღამოს სახლში მივიდა და  უარესად დახვდა შვილი. მთელი დღე მარტო იწვა სიცხიანი საწოლში და აბა რა მოუვიდოდა.. ეხლა დაიძინა. მაგრამ სიცხე კვლავ მაღალი აქვს.
ნიკუშას ოთახში გავიდა. ბიჭი გაოფლილი იყო. გამოუცვალა პიჟამა და ტუჩები შუბლზე მიადო. ამოიკვნესა..  ბატონები ჰქონდა.. გამწვავებული.. მერე თავის ოთახში გავიდა, ხატების წინ დაიჩოქა და თვალცრემლიანმა ლოცვა დაიწყო..

**

ამდენი უმოქმედობა აღარ შეეძლო. შვილი ძალიან ცუდად ჰყავდა და ვერაფრით შველოდა. სასწრაფოდ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა ექიმის მოსაყვანად.. ფული გათავებოდა. ერთ ხანს მოუსვენრად იწრიალა კარის წინ, მერე გაბედა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა..
კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო. ძალიან ლამაზმა.
– ექიმი გოგა მინდოდა თუ შეიძლება..
– იცით, გოგა ეხლა არ არის, ცოტა ხანში გამოიარეთ..
ტირილით გაბრუნდა. უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და მოტრიალდა. ექიმი იდგა მის უკან.
– საერთოდ, ასეთ ამინდში და ასეთ დროს არ ვღებულობ ხოლმე პაციენტებს.. მაგრამ თქვენმა ცრემლებმა  მაიძულა გამოგყოლოდით..
სახე გაუბრწყინდა და სახლისკენ გაუძღვა. გზაში მადლობების თქმაში დაილია.
ნიკუშას ნახვისას სახე მოექუფრა ექიმს.
– სად იყავით აქამდე? ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ!
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ოთახიდან გასვლა უბრძანა ქალს. თავისი ინსტრუმენტები ამოიღო და საქმეს შეუდგა.
ახალგაზრდა დედა უკვე ვეღარ ინარჩუნებდა სიმშვიდეს. მოუთმენლად სცემდა ბოლთას ოთახში. შეხედა ხატებს, თვალცრემლიანმა ისევ მოიყარა მუხლი და მხურველედ დაიწყო ლოცვა..
გამოერკვა. მამაკაცის შეყვირებამ გამოარკვია. სასწრაფოდ შევარდა ოთახში და დაინახა, რომ ექიმი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა მის შვილს..
– შვილო! ნიკა! დედა!..
ძალით გაიყვანა გოგამ მეორე ოთახში. სკამზე დასვა. მერე ბავშვთან შებრუნდა და საბანი გადააფარა სახეზე..

**

სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. ქალს წამლები დაალევინეს, მიუსამძიმრეს და ნაღვლიანი სახეებით გასწიეს უკან. ექიმი არ შორდებოდა. ბოლოს ისევ დედამ მოითხოვა მარტო დარჩენა. გოგა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, კიდევ ერთხელ გამოთქვა უდიდესი მწუხარება, უთხრა რომ ყოველ წუთს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს და წავიდა. ისიც ნაღვლიანი. ნამტირალევი სახით..
უბედური ქალი მარტო დარჩა. თითქოს ცრემლები გამოელია. ადგა, ისევ ხატებთან მივიდა და უხმოდ დაიჩოქა მათ წინ. ფიქრებმა მოიცვა.. გაახსენდა მისი ბავშვობა.. თუ როგორ ერთობოდა და – ძმებში.. მერე მოწიფულობის ასაკი.. როგორ შევხდა ჯერ კიდევ თვრამეტი წლისა გიორგის, როგორ დაახუჭინა თვალები მან სხვა ყველა დანარჩენზე, როგორ დააორსულა ნიკუშაზე და როგორ მიატოვა.. მერე იყო მშობლებთან ჩხუბი და მათი უარყოფა. დედ – მამამ ქალაქში სახლი გაყიდა და სოფელში გადასახლდა. აღარავითარი კავშირი აღარ ჰქონია მას მერე მათთან. მერე დაიწყო უსაშინლესი დღეები მის ცხოვრებაში, სწავლობდა, მუშაობდა და შვილს უვლიდა ერთდროულად.ბინის ქირას ვერ იხდიდა და მალ – მალე იცვლიდა ხოლმე. სანამ ერთი ღვთისნიერი მოხუცებული ქალი არ შეხვდა. შვილად მიაჩნდა მას და როცა გექნეს მაშინ მომეცი ფულიო, ასე უთხრა. მას შემდეგ აქ დაიწყო ცხოვრება, ხშირ – ხშირად დადიოდა მასთან ის ქალი, ეხლა სოფელშია ისიც..
გაოგნებული სახით წამოდგა. ვერ ბედავდა შვილის ოთახში შესვლას. თავის თავს აბრალებდა, მე მოვკალი, ადრევე უნდა დამეძახა ექიმისთვისო..
ღუმელთან მივიდა და ისევ ჩაფიქრდა. რაღად ღირდა მისი სიცოცხლე? ამიერიდან შვილის მკვლელი იყო.ღვთის ანგელოზი გამოასალმა სიცოცხლეს. მერე შეირხა, თვალები დაახამხამა მძიმედ, ნელა ასწია ხელი და გაზის ჩამრთველთან მიიტანა. თუ ღილაკს დააჭერდა, გაზი გამოვიდოდა, ცეცხლი კი ჩაქრებოდა.
ნიკუშა დაუდგა თვალწინ. დახმარებას ეხვეწებოდა დედას. ვეღარ გაუძლო მის ხმას და ღილაკს დააწვა მთელი ძალით..

**

თბილისი კი განაგრძობდა ცხოვრებას. გარეთ ციოდა, წვიმდა, ქარი უბერავდა, ღრუბელი ფარავდა ცას და ნისლი მუქდებდა. ქუჩაში მანქანები ხმაურით მიდი – მოდიოდნენ. ყველას სადღაც მიეჩქაროდა. იქ, სადაც ელოდნენ და უხაროდათ..

Advertisements

0 Responses to “დედა”



  1. Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s


არქივი

ქართველი ბლოგერები Facebook-ზე
Advertisements

%d bloggers like this: